ფასების მიმოხილვა Toyota, Mitsubishi და Audi-ის. რუსთავის ავტობაზრობაზე AUTOPAPA



9-11-2015 Информация
მორიგი გამოშვება AUTOPAPA -ს გუნდისგან. ამ გამოშვებაში იულია მოგიყვებათ ავტომობილებთან დაკავშირებულ ახალ ტენდენციებზე საქართველოში 2006 წლის Toyota Prius მაგალითზე. ეს ავტომობილი ძალიან პოპულარულია დასავლეთში და სწრაფად იკრებს პოპულარობას საქართველოში, ამიტომ მსგავსი ტიპის ავტოს გაყიდვა ან ავტოს ყიდვა უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს. ღირს ეწვიოთ რუსთავის ავტობაზრობას, კონკრეტულად ამ ავტომობილის ფასი ხომ მხოლოდ 5200 აშშ დოლარია.

გოგა მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფასი კონკრეტულ Audi Q7 მარკის ავტომობილზე და რამდენად გაიაფდა S-Line კომპლექტაციის მანქანის ყიდვა, გაგიზიარებთ თავის შეხედულებებს იმაზე, თუ რით არის კარგი ეს ავტომობილი, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს მოსვლა ავტობაზრობაზე რუსთავში. 2008 წლის Audi Q7 მარკის მანქანის ყიდვა შესაძლებელია 17000 აშშ დოლარად.

მიშა მოგიყვებათ დღევანდელი დღისთვის ყველაზე ბალანსირებულ კროსოვერზე 2012 წლის Mitsubishi Outlander. ისაუბრებს იმაზე, თუ რით განსხვავდება ეს ავტომობილი სხვებისგან და რა არის მასში ახალი! ამ მარკის მანქანის გაყიდვა ან ავტოს ყიდვა არანაირ სირთულეს აღარ წარმოადგენს. რუსთავის ავტობაზრობა გთავაზობთ ამ მარკის ავტომობილების ფართო არჩევანს.