ავტომობილების გაყიდვა: როგორ გავყიდო მანქანა




ავტომობილების გაყიდვა: როგორ გავყიდო მანქანა?


რჩევები მათ, ვისაც მანქანის გაყიდვა უნდა.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ ავტომობილის გაყიდვით მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ? წარწერიანი ფურცლის უკანა მინაზე დაკვრა და გაზეთში განცხადების გამოქვეყნება მოძველებული საშუალებებია. დღეს ავტომობილების უმეტესობა ავტობაზრობაზე იყიდება. როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი? გაგაცნობთ ოთხ ნაბიჯს.

1. მოამზადეთ გასაყიდი ავტომობილი
ძარა: ავტომობილის სისუფთავეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მანქანა საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ



სისუფთავის გარეშე არაფერი გამოვა! გარეცხეთ გასაყიდი ავტომობილი და გაუკეთეთ მას პოლირება. ძარა უნდა ბრწყინავდეს, რადგან პირველი შთაბეჭდილება ხშირად გადამწყვეტია. შემდეგ გაწმინდეთ ინტერიერი, ჩაუტარეთ ქიმწმენდა სავარძლებს, შალითებს და ხალიჩებს. ასევე საფუძვლიანად უნდა გაწმინდოთ ძრავა და მისი მიდამოებიც. არ დაგავიწყდეთ საბარგულის გასუფთავებაც. ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება დაეზარება, დაახლოებით 100-150 ლარად (გააჩნია ჭუჭყს) ავტომობილს გაუკრიალებენ, აქვე ავტობაზრობის ტერიტორიაზე AUTOPAPA-ს ავტოსამრეცხაო კომპლექსში. (ავტოსამრეცხაოს ფასები)
სალონი: ინტერიერის სისუფთავეც მნიშვნელოვანია. მანქანაში უნდა იყოს იდეალური სისუფთავე და არ უნდა იყოს ცუდი სუნი.

2. ფოტოების გადაღება



ინტერნეტში ათასობით განცხადებას ნახავთ, მაგრამ მხოლოდ ერთეულების ფოტოებია ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ავტომობილი ფონზე გამოკვეთილი უნდა იყოს. უმჯობესია, კარგ ამინდში და დღის შუქზე გადაღება. კარგად დააკვირდით: შეიძლება, მანქანა მარცხნიდან უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე მარჯვნიდან. არ დაგავიწყდეთ დეტალების ფოტოებზე აღბეჭდვა: გადაიღეთ კოკპიტი, სალონი, სავარძლები. გადაუღეთ ფოტო ყველაფერს, რასაც მნიშვნელოვნად და თქვენი ავტომობილის კარგ ატრიბუტად მიიჩნევთ. უმჯობესია, გადაიღოთ ზედმეტად ბევრი, ვიდრე ცოტა ფოტო. აღბეჭდეთ ნაკაწრებიც - პოტენციური მყიდველი ასეთ გულახდილობას ყოველვის აფასებს. ეს ნდობას იწვევს, თქვენ კი, როგორც გამყიდველს, ნდობა ყველაზე მეტად გჭირდებათ! იმ შემთხვევაში, თუ გარეცხვასთან ერთად ფოტოების გადაღებაც დაგეზარებათ, AUTOPAPA ამაშიც დაგეხმარებათ. უბრალოდ მიაკითხეთ აუტოპაპას სერვის-ცენტრს და ისინი გადაუღებენ ფოტოებს თქვენს ავტომობილს, ყველა პარამეტრის დაცვით.

3. ფასის დადგენა

დღეს განცხადების განთავსება პირველ რიგში ინტერნეტშია რეკომენდებული. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შერჩეული ფასი სწორი იყოს, გადაამოწმეთ გასაყიდი მანქანის იდენტური მოდელების ფასები. შეეცადეთ, რომ თქვენი ფასი შეძლებისდაგვარად დაბალი იყოს, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ვაჭრობა და დაკლება აუცილებლად მოგიწევთ. ასე რომ, არასდროს დააწეროთ განცხადებაზე ბოლო ფასი. აღწერეთ ავტომობილის მდგომარეობა გულახდილად. დაწერეთ, რა რა დროს გაუკეთეთ ან გამოუცვალეთ ავტომობილს, ხომ არაა გამოსაცვლელი კბილანა ღვედი ახლო მომავალში? დადეთ რაც შეიძლება ბევრი ფოტო (ოღონდ, სხვადასხვა კადრები).

4. განცხადების გამოქვეყნება

განცხადება: თუ მანქანა სუფთაა, ფოტოები გადაღებულია და ფასი გამოკვლეული, განათავსეთ განცხადება და დაელოდეთ ზარებს



განცხადების AUTOPAPA.GE-ზე გამოქვეყნებისას, შეეცადეთ, შეხედოთ შინაარს პოტენციური მყიდველის თვალით და დაწერეთ ის, რაც მყიდველს უნდა აინტერესებდეს. ტექსტი გულახდილი უნდა იყოს, რადგან ადრე თუ გვიან, ტყუილში მაინც გამოგიჭერენ. ასე რომ, აღწერეთ მანქანის ნაკლოვანებებიც.
პოტენციური მყიდველი აუცილებლად მოითხოვს ტესტ-დრაივსა და შემოწმებას. ამაზე უარი არ უნდა უთხრათ! ვინც სერიოზულადაა დაინტერესებული, ის აუცილებლად შეგევაჭრებათ და შეეცადეთ, არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე. ამ დროს რკინის ნერვებია საჭირო. თუ ორი-სამი კვირის განმავლობაში ვერ გაყიდით, დააკელით ფასი.

დასკვნა



ავტომობილის გაყიდვისას ყველაზე მთავარი რკინის ნერვები და გონივრული გულახდილობაა. ნუ დამალავთ ავტომობილის ნაკლოვანებებს და ნუ გაბრაზდებით ისეთებზე, ვინც თქვენს მანქანას აბუჩად აიგდებს, ან ძალიან დაბალ ფასს შემოგთავაზებთ - ეს ბიზნესია. არ დაგეზაროთ ავტომობილის მწყობრში მოყვანა და გასუფთავება - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ SMS ახლავე:


Зураб

ზურაბ გეჩუაშვილი

+995 557 222 230

(Viber, WhatsApp)

Леван

ლევან დვალიშვილი

+995 591 508 958

(Viber, WhatsApp)

Георгий

გიორგი ფიფია

+ 995 591 508 839

(Viber, WhatsApp)

+995322050555 (ცხელი ხაზი)
პატივისცემით თქვენი ავტოპაპა

#autopapa #WeSellBetter