რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA – ყველაზე დიდი და თანამედროვე კომპლექსია კავკასიაში,მთლიანი ფართობი 225 000 კვ.მ - ია ! ავტოკომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია :
- ავტობაზრობა , რომელიც იტევს 5000 ავტომობილს;
- საბაჟო კონტროლის ზონა (ტერმინალი)
2000 ავტომობილის ტევადობით;
- სასტუმრო *** (64 ნომერი);
- სავაჭრო ცენტრი (1000 კვ.მ);
- სერვისცენტრი (576 კვ.მ);
- კვების ობიექტების და მაღაზიების ქსელი (15 ერთეული);
- რესტორანი "უკრაინკა";
- ავტოსამრეცხაო;
- რეკლამის განთავსების ადგილები;
- ტექნიკური და სერვისების მომსახურების სადგური (10 ბოქსი);
და ა.შ.
ავტოკომპლექსი AUTOPAPA განთავსებულია თბილისი - წითელი ხიდის მაგისტრალურ გზაზე, რომელიც აკავშირებს საქართველოს სასომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან. უშუალოდ ავტობაზრობაზე განთავსბულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სადაც ხორციელდება ყველა სახის მომსახურება დოკუმენტების გაფორმების, რომლებიც უკავშირდება ავტომობილების ექსპორტს, იმპორტს და რეექსპორტს, ასევე ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, საბაჟო დეკლარაციის გაფორმება და საქართველოს ტერიტორიზე დროებით გადაადგილების ნებართვის აღება.
ავტობაზრობის სტუმრებს წარმოადგენენ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, თურქმენეთი და ა.შ.
ავტობაზრობას სამუშაო დღეების განმავლობაში (პარასკევი-შაბათი-კვირა) სტუმრობს 20 000-მდე ადამიანი მთელი კავკასიიდან, რომლებსაც შემდეგ ავტომობილები გაჰყვათ კიევშ, ბაქოში, ერევანში, აქტაუში, ბიშკეკში და ა.შ.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტობაზრობაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსით, სადაც ფუნქციონირებს კაფე და არაჩვეულებრივი რესტორანი „უკრაინკა" უკრაინულ - ქართული სამზარეულოთი. სასტუმროში განთავსებულია კონფერენც-დარბაზი ბიზნეს მოლაპარაკებების საწარმოებლად.
ავტობაზრობის და ავტოპორტალი autopapa.com- ის დამთვალიერებლები ხშირად გვეკითხებიან:
რატომ არის თქვენთან ასეთი დაბალი ფასის ავტომობილები?! თუ ეს რამე სარეკლამო ფანდია?!
გპასუხობთ:
ქვეყნის ლოიალური კანონმდებლობის წყალობით, საქართველოში შესაძლებელია არ გადაიხადოთ საბაჟო აქციზი საზღვრის გადმოკვეთიდან 90 დღის განმავლობაში . თქვენ უფლება გაქვთ ეს აქციზი არც ამ ვადის გასვლის შემთხვევაში დაფაროთ, თუკი ავტომობილს მოათავსებთ ღია საბაჟო ტერმინალზე. ამასთანავე საქართველოში ავტომობილის იმპორტის დროს მფლობელს არ ერიცხება დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) , რის გამოც განბაჟებულ ავტომობილებსაც კონკურენტუნარიანი ფასი აქვთ.
თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ შესაძენი ავტომობილის ხარისხში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ის ჩვენს ტექნიკურ და სერვის მომსახურების სადგურში, ჩაუტაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ასევე მონაცემები გადაამოწმოთ Carfax (თუ ავტომობილი ამერიკიდანაა).
სწორედ ამის გამო გახდა საქართველო იდეალურ ქვეყნად ავტომობილის შესაძენად. გახსნის დღიდან - 2009 წლიდან დღემდე AUTOPAPA - ყოველთვიურად ყიდის 5 ათასზე მეტ ავტომობილს. ავტომობილის ყიდვა - გაყიდვა ჩვენს ავტობაზარზე დიდი სიამოვნებაა!
მობრძანდით ჩვენთან Autopapa- ს ავტობაზრობაზე და ამაში თავად დარწმუნდით !
პარკინგები: | ტარიფი დღეში | |
ავტობაზრობა: | 1,3,5,7,8,9,12, 15, Т3 | 10 |
ტერმინალი: | Т1,Т2,4,6,10,11,14 | 10 |
ტერმინალი: | 18,20,21 | 5 |