როგორ შევარჩიოთ მეორადი ავტომობილი?





როგორ შევარჩიოთ მეორადი ავტომობილი?
ინსტრუქცია: როგორ შევამციროთ რისკები ავტომობილის შეძენისას

მოკლე ინსტრუქცია მეორადი ავტომობილის შესარჩევად.
ახალბედა მძღოლებს, გამოცდილებსაც კი აშინებთ ფრაზა - „მეორადი ავტომობილი“. ამბობენ, რომ ავტომობილი თუ ახალი არ არის ე.ი. არ ვარგა, თუმცა მეორეს მხრივ, მეორადი მანქანის ყიდვა ხანდახან ერთადერთი გამოსავალია იყოლიოთ საკუთარი ავტომობილი. მთავარია იცოდეთ როგორ შეარჩიოთ მეორადი ავტომობილი ისე, რომ შეცდომა არ დაუშვათ. მე, როგორც მეორადი ავტომობილის მფლობელმა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
პირველ რიგში დამაინტერესა თუ რამდენად უსაფრთხო და საიმედოა მეორადი ავტომობილის შეძენა. ყიდვის დროს მესმოდა, რომ მანქანა უკვე იყო ექსპლუატაციაში ნამყოფი, შესაძლოა წინა პატრონი არც უვლიდა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ მთავარია ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. რა თქმა უნდა ყველას გვსურს ახალთ ახალი ავტომობილის შეძენა, მაგრამ მე გადავწყვიტე არ გავმხდარიყავი მარკეტინგის მსხვერლი. მოკლედ აგიხსნით: ნებისმიერი შენაძენი, ამ შემთხვევაში კი ავტომობილი - კაპიტალდაბანდებაა. როგორც კი იყიდით ახალ მანქანას და გამოხვალთ ავტოსალონიდან, ის მაშინვე გადაიქცევა მეორად ავტომობილად, შესაბამისად მისი ღირებულება მცირდება. ყიდვიდან მეორე დღესაც კი შეუძლებელია ახალი მანქანის იმავე ფასად გაყიდვა, რაც ავტოსალონში გადავიხადეთ. მეორადი მანქანების შემთხვევაში კი ლიკვიდურობის ხარისხი ბევრად მაღალია, მაგალითად: მე შემიძლია ჩემი ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გავყიდო ერთი წლის შემდეგ იმავე ფასად,რა ფასადაც ვიყიდე, ან შეიძლება უფრო ძვირადაც wink
მოგიყვებით პატარა ისტორიას: ერთი კვირის წინ, ჩემმა მეგობარმა –გოგა ჭკადუამ , მთხოვა HTC one -ის ყიდვაში დავხმარებოდი. მაღაზიაში ეს მოდელი 900-1000 ლარი ღირდა, დავიწყეთ ძებნა ინტერნეტ ფორუმებზე, შევარჩიეთ რამოდენიმე ტელეფონი, გადავახარისხეთ და საბოლოოდ ავარჩიეთ იდეალური ვარიანტი, - “like new” მდგომარეობაში უნაკაწრო - 300 ლარად. მოკლედ მთავარია ფასის და ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება. ჩემი აზრით, უმჯობესია შეიძინოთ მეორადი მაგრამ კარგი ავტომობილი, ვიდრე ახალი LADA KALINA. მეორადი მანქანების ყიდვა/შერჩევა შესაძლებელია საიტებზე ან ავტობაზრობაზე. საიტის მეშვეობით მანქანის ყიდვის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ძიება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, მოკალათდები კომპიუტერთან და თბილად და კომფორტულად შეარჩევ შენს მომავალ ავტომობილს smile , ბაზრობაზე კი საკუთარი თვალით ხედავ მანქანას და შეგიძლია შეამოწმო იქვე.

შევეცდები აგიხსნათ როგორ შეამციროთ რისკის ფაქტორები მეორადი ავტომობილის შეძენის დროს და კონკრეტულად რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
მანქანის შერჩევა შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად:

1) ავტომობილის დათვალიერება;
2) Vin კოდის შემოწმება;
3) მანქანის დიაგნოსტიკა;


1) ავტომობილის დათვალიერება:
სანამ მანქანას იყიდით, გირჩევთ კარგად დაათვალიეროთ დღის შუქზე. ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, რადგან ოდნავ დასვრილ მანქანაზეც კი პრაქტიკულად შეუძლებელია დეფექტების აღმოჩენა. მანქანის გარეგნულად დათვალიერება ითვალისწინებს საღებავის საფარისა და ძარის ნაწილების შემოწმებას, გარდა ამისა, გარეგნულ დათვალიერებაში შედის ყველა კარის შემოწმება, ისინი ერთნაირად თავისუფლად უნდა იღებოდეს და არ საჭიროებდეს ძალისხმევას. პირველ რიგში საჭიროა ჩავიხედოთ კაპოტ-ქვეშ მასში ყველაფერი სუფთად უნდა იყოს, კაპოტქვეშ მარტივად შეიძლება შეამჩნიოთ თუ მანქანას ჟანგი აქვს. შეამოწმეთ ზეთი და სამუხრუჭე სითხე. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ჩართეთ ძრავა. თუ პანელი დაქოქვის შემდეგაც საახალწლო ილუმინაციასავით ანათებს, ცხადია პრობლემურ მანქანასთან გვაქვს საქმე. გაამახვილეთ ყურადღება თუ რამდენად სწრაფად დაიქოქა ძრავა. მან უნდა იმუშაოს მშვიდად და თანაბრად, ძრავის ბრუნვის მაჩვენებელი ისარი არ უნდა დახტოდეს. დააჭირეთ აქსელერატორს და მოუსმინეთ, ძრავს რაიმე უცნაური ხმა ხომ არ აქვს. ყურადღება მიაქციეთ გამონაბოლქვის ფერს. შეამოწმეთ ამორტიზატორები და სანათი. სალონში აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ყველაფერი, აწიოთ დაწიოთ ფანჯრები, შეამოწმოთ სავარძლების მოძრაობა, ღვედები და ა.შ.
საბოლოო ეტაპი რა თქმა უნდა სატესტო გასეირნებაა. ავტომობილის მართვისას აუცილებელია შემოწმდეს მუხრუჭი, საჭის ფოლხვა, დაკიდების სისტემა, თუმცა გახსოვდეთ რომ მანქანა უცხოა და თან სხვისი, შესაბამისად მეტისმეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. wink


2) Vin კოდის შემოწმება:
იპოვეთ თქვენი მანქანის Vin კოდი, ეს არის საიმედო იდენტიფიკატორი, რომლის გაყალბება შეუძლებელია.
Vin კოდის ადგილმდებარეობის სქემა:



Vin კოდის შემოწმების შემდეგ შეგიძლიათ გაიგოთ მანქანის მთელი ისტორია - გარბენიდან შესაძლებელ დაზიანებამდე.



ჩვენ გირჩევთ ისარგებლოთ Carfax-ის სისტემით, ყველაზე სრულყოფილი და საიმედო მონაცემთა ბაზა ავტომობილების შესახებ აშშ-სა და კანადის მასშტაბით.




3) ავტომობილის დიაგნოსტიკა:

თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ ავტომობილის შეძენა, მაინც გირჩევთ მიენდოთ პროფესიონალებს! ჩაუტარეთ სრულყოფილი დიაგნოსტიკა და დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა.
ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლიათ შეამოწმოთ სავალი ნაწილი, ამორტიზატორები, საჭე, საბურავების თვლების ნახარი (ე.წ. რაზვალი) და შეყრა (ე.წ. სხაჟდენიე) , გამონაბოლქვი სისტემა, ასევე შესაძლებელია კომპიუტერული დიაგნოსტიკა. დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ ავტომექანიკოსმა შეამოწმა ძრავი და გადაცემის კოლოფი.




+995 592 32 22 24 მამუკა მაისურაძე


ტექნიკური მომსახურების ცენტრში M-Auto-ში თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროს მანქანის სრული შემოწმება.


გარდა ამისა შეამოწმეთ ავტომობილის ლაკ-საღებავის საფარი,რითაც შეიტყობთ გადაღებილი არის თუ არა მანქანა


განვსაზღვროთ მანქანაზე საღებავის დონე - ეს ძალიან მარტივია და გრძელდება სულ რამოდენიმე წუთი. შესამოწმებლად დარეკეთ:

გაყიდვების მენეჯერი

საკონტაქტო პირი : გოგა ჭკადუა
ტელ: +995 599 208 419
e-mail: goga.chkadua@autopapa.ge
Facebook: Goga Tchkadua

Goga Chkadua



Skype Me!



თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, თქვენ შეძლებთ თავი დაიზღვიოთ მოულოდნელი უსიამოვნებებისგან, ნებისმიერი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში სრული უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფასდაკლება! იმედი მაქვს ცოტათი მაინც დაგეხმარეთ ჩემი რჩევებით და მეორადი ავტომობილის შეძენისას უკვე გეცოდინებათ რაზე გაამახვილოთ ყურადღება. არ დაგავიწყდეთ: "რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის".
გისურვებთ წარმატებებს ავტომობილის შეძენისას!

კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმის შემოთხვევში, დარეკეთ შემდეგ ნომერზე:
+995 591 11 06 51 მერაბ ფუტკარაძე.


სტატიის ავტორი: სტელა კამანდაროვა - ავტობაზრობის მარკეტინგისა და მანქანების გაყიდვების ექსპერტი.