ნებისმიერი ფორმატის ფურშეტის შეკვეთა, კომპანია AUTOPAPA ქეითერინგი




AUTOPAPA ქეითერინგი





თუ თქვენ გადაწყვიტეთ ნებისმიერი ფორმატის ფურშეტის შეკვეთა, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია AUTOPAPA-ს.
ჩვენ ფურშეტის (ქეითერინგის) ორგანიზების კუთხით გვაქვს დიდი გამოცდილება. ჩვენს კლიენტებს წარმოადგენენ სხვადასხვა, როგორც დიდი, ასევე მცირე ორგანიზაციები. ჩვენი გამოცდილება ქეითერინგის კუთხით საშუალებას გვაძლევს მოვერგოთ ნებისმიერი დამკვეთის ინტერესებს ინდივიდუალურად.


უპირველეს ყოვლისა, AUTOPAPA-ს გუნდი გთავაზობთ მომსახურების უმაღლეს დონეს. ყველა მომზადებული კერძი არის ახალი, თითოეული მზადდება ღონისძიების ჩატარების დღეს და შეესაბამება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ხოლო მრავალფეროვანი სამზარეულო საშუალებას გვაძლევს, არჩევანი გააკეთოთ როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნების ტრადიციულ კერძებს შორის, თქვენ კი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მენიუ: საუზმე, სადილი, ფიუჟენი, ფურშეტი, კოქტელი (სამარხვო თუ ვეგეტარიანული).
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენს მიერ შეკვეთილ ღონისძიებას ფურშეტის ინვენტარითა და მაღალი დონის მომსახურე პერსონალით.



AUTOPAPA-ს გუნდი მუდმივად მზად არის დაგეხმაროთ სხვადასხვა წვეულების ორგანიზებაში. ეს იქნება, ოფიციალური შეხვედრები, კორპორატიული წვეულებები, სასკოლო ბანკეტები, დაბადების დღეები თუ საახალწლო კორპორატივები.





განახლებულია: 05.05.2019 თეა ძაძამია