autopapa

autopapa



სერვის ცენტრი "AUTOPAPA"


2010 წლის 19 ნოემბრიდან ჩვენს ავტოკომპლექსზე ფუნქციონირება დაიწყო ავტოპორტალმა www.autopapa.ge და სერვის-ცენტრმა "AUTOPAPA".
საიტის და სერვის-ცენტრის ძირითად ფუნქციებს შეადგენს:

- ინფორმაციის განთავსება ავტობაზრობის ტერიტორიაზე მდგომი ყველა ავტომობილის შესახებ
- მყიდველისათვის საინტერესო ავტომობილების მოძიება

AUTOPAPA გთავაზობთ ავტომობილების მოძიებასა და შეძენას აშშ-ს უმსხვილეს აუქციონებზე, როგორიცაა Manhiem, Copart, IAAI და სხვ.

ავტოპორტალ თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ განცხადებები თქვენი ავტომობილის შესახებ, ურჩიოთ ის მყიდველებს, იპოვოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, გაუზიაროთ მოძიებული ინფორმაცია მეგობრებს და თვალყური ადევნოთ თქვენთვის საინტერესო შემოთავაზებების გამოჩენას საძიებო აგენტების მეშვეობით.

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ სრულად გამოიყენოთ საიტის ყველა შესაძლებლობა, აუცილებელია დარეგისტრირდეთ საიტზე და დაადასტუროთ თქვენი მეილი და მობილური ტელეფონის ნომერი. ამისათვის საჭიროა, განყოფილებაში "რეგისტრაცია" შეავსოთ ყველა წითლად აღნიშნული ველი და დააჭიროთ ღილაკს"ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს". წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენ გამოგეგზავნებათ შეტყობინება რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე e-mail მისამართის დადასტურების ბმულით. დააკლიკეთ ამ ბმულზე e-mail მისამართის დასადასტურებლად.
თუ თქვენ ვერ მიიღეთ შეტყობინება e-mail მისამართის დადასტურების ბმულით, თქვენ შეგიძლიათ განმეორებით გაგზავნოთ იგი საიტის განყოფილებიდან ჩემი ავტოპაპა >>>"ჩემი მონაცემები", ღილაკზე "დაადასტურე იმეილი". დაჭერით.

მობილურის ნომრის დასადასტურებლად, გვერდზე ჩემი მონაცემები დააწექით ღილაკს "გაგზავნე დადასტურების კოდი".მობილურ ტელეფონზე თქვენ ავტოპაპასგან მიიღებთ სმს შეტყობინებას დადასტურების კოდით. შეიყვანეთ მიღებული კოდი ველში "დადასტურების კოდი" და დაასრულეთ თქვენი ტელეფონის ნომრის დადასტურება. რეგისტრაციისა და მონაცემების დადასტურების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დარეგისტრირების შემდეგ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება განყოფილება "ჩემი ავტოპაპა" და საიტის ყველა შესაძლებლობა.

განყოფილებაში "ჩემი ავტოპაპა" თქვენ შეძლებთ განათავსოთ თქვენი განცხადება ავტომობილის გაყიდვის შესახებ, დაათვალიეროთ თქვენს მიერ შერჩეული ავტომობილები, შექმნათ ან მიიღოთ საძიებო აგენტები, აგრეთვე შეცვალოთ თქვენი პირადი მონაცემები.

იმისათვის, რომ შექმნათ განცხადება, განყოფილებაში "ჩემი ავტოპაპა" აირჩიეთ ლინკი "განცახდების დამატება". გახსნილ ფანჯარაში შეავსეთ ავტომობილის ყველა საჭირო მახასითებელი, დაამატეთ ფოტოები და შეინახეთ ცვლილებები.

საკმარისია შეავსოთ ანკეტა და თქვენი განცხადება სულ, რაღაც რამოდენიმე წუთში მოხვდება კავკასიის ყველაზე დიდ ავტოპორტალზე www.autopapa.ge, რომელსაც ყოველდღიურად ათვალიერებს ათიათასობით მომხმარებელი. ავტოპორტალ www.autopapa.ge -ზე ინფორმაციის განთავსებაში თქვენ აგრეთვე დაგეხმარებიან სერვის-ცენტრ "AUTOPAPA"-ს ულამაზესი თანამშრომლები - "ავტოგოგონები".

იმისათვის, რომ განცხადება უფრო მეტმა მყიდველმა ნახოს თქვენ შეგიძლიათ დააწინაუროთ და განათავსოთ ის "რჩეულების სვეტში"
დააწინაუროთ - ნიშნავს აწიოთ თვენი განცხადება სვეტში "გირჩევთ"

- მთავარ გვერდზე
- თქვენი ავტომობილის მარკისა და მოდელის ძიების გვერდებზე
- განყოფილების ჩემი ავტოპაპა გვერდებზე

ეს თქვენს განცხადებას უფრო შესამჩნევს გახდის და საშუალოდ 5–ჯერ გაზრდის მყიდველების მიერ თქვენი განცხადების დათვალიერების რაოდენობას! „რჩეულების“ სვეტში განცხადების განთავსება საშუალებას გაძლევთ გამოარჩიოთ თქვენი ავტომობილი სხვა ავტომობილებისგან და შედეგად მიიღოთ გაცილებით უფრო მეტი დაინტერესება მყიდველის მხრიდან!

თქვენი განცხადების რჩეულების სვეტში განსათავსებლად გვერდზე ჩემი განცხადებები განყოფილებაში ჩემი ავტოპაპა დააჭირეთ ღილაკს "რეკომენდაცია" და გამოიყენეთ რეკომენდაციის საფასურის გადახდის თქვენთვის ხელსაყრელი ხერხი:

1. გადახდა SMS–ის საშუალებით
2. გადახდა პრომო–კოდის მეშვეობით
3. გადახდა პლასტიკური ბარათის Visa ან MasterCard საშუალებით


ხერხი 1. გადახდა SMS–ის საშუალებით
ამისათვის, გვერდზე ჩემი განცხადებები შესაბამისი განცხადების გასწვრივ დააჭირეთ ღილაკზე "რეკომენდაცია" "რეკომენდაცია" და გაგზავნეთ SMS მითითებული ტექსტით მოკლე ნომერზე, რომელიც მითითებულია ამ გვერდზე. პასუხად SMS–ით მიიღებთ დასტურს AUTOPAPA–გან და თქვენი განცხადება მომენტალურად გამოჩნდება სვეტში გირჩევთ AUTOPAPA.ge–ს მთავარ გვერდზე! ერთი SMS–ის საფასური მითითებულია (დაწვრილებით) ინფორმაციაში.


ხერხი 2. გადახდა პრომო–კოდის მეშვეობით
პრომო–კოდის გამოსაყენებლად განყოფილებაში ჩემი ავტოპაპა გვერდზე ჩემი განცხადებები დააჭირეთ ღილაკზე "რეკომენდაცია" და გახსნილი გვერდის ბოლოს შეიყვანეთ პრომო–კოდი. პრომო–კოდის წარმატებული გააქტიურებისთანავე თქვენი ავტომობილი გამოჩნდება სვეტში „გირჩევთ“. პრომო-კოდების შეძენა შესაძლებელია სერვის-ცენტრში "AUTOPAPA".ავტომობილის რეკომენდაციისათვის საჭირო ერთი პრომო-კოდის ღირებულებაა 2 ლარი.

ხერხი 3. გადახდა Visa ან MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით
Visa ან MasterCard პლასტიკური ბარათით გადახდისათვის გვერდზე ჩემი განცხადებები შესაბამისი განცხადების გასწვრივ დააჭირეთ ღილაკზე "რეკომენდაცია" , გახსნილ გვერდზე აირჩიეთ „აწარმოეთ ონლაინ გადახდა Visa და MasterCard“-ით, დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“ და მიყევით ინსტრუქციებს (ღირებულება 1 ლარი).



მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ბარათებით: Visa, MasterCard და Maestro, რომლებზეც ჩართულია ინტერნეტ გადახდების სერვისი. თქვენს ბარათზე აღნიშნული სერვისის ჩართვასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ბანკს.

განცხადების დაწინაურებით თქვენ სწრაფად გამოყობთ თქვენს განცხადებას სხვა განცხადებებისგან და გაზრდით შანსს სწრაფად და სარფიანად გაყიდოთ ავტომობილი!

იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ საიტზე www.autopapa.ge თქვენთვის საინტერესო ავტომობილების გამოჩენას, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი საძიებო აგენტი, რომელიც ყოველდღიურად შეგატყობინებთ საიტზე ახლად დამატებული განცხადებების შესახებ. ავტომობილის ძებნის თქვენ მიერ მითითებული სასურველი კრიტერიუმების (ფასი, მარკა, მოდელი, ავტომობილის ადგილმდებარეობა) გათვალისწინებით, AUTOPAPA დამოუკიდებლად შეგირჩევთ მხოლოდ ახალ განცხადებებს რეგულარულად გამოგიგზავნით შედეგებს!
საკუთარი საძიებო აგენტის შესაქმნელად, განყოფილებაში ჩემი ავტოპაპა >>> საძიებო აგენტები დააჭირეთ ბმულს "ახალი აგენტი" შეარჩიეთ აგენტის თქვენთვის სასურველი ტიპი, მიუთითეთ ძიების პარამეტრები და შეინახეთ ფორმა.

E-mail აგენტი
უფასო e-mail-აგენტი დღეში ერთხელ შეგატყობინებთ თქვენთვის სასურველი ავტომობილის საიტზე გამოჩენის შესახებ (თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის საინტერესო ავტომობილების განცხადების ბმულებით), ასე რომ თქვენ პირველი შეიტყობთ საიტზე ასეთი ავტომობილების გამოჩენის შესახებ! (დაწვრილებით).

SMS-აგენტი
სმს-აგენტი მობილურ ტელეფონზე მომენტალურად შეგატყობინებთ საიტზე თქვენთვის სასურველი ავტომობილის გაყიდვის შესახებ განცხადების გამოჩენის თაობაზე. ტექსტურ შეტყობინებაში მითითებული იქნება ავტომობილის მარკა, მოდელი და ფასი, აგრეთვე მფლობელის ტელეფონის ნომერი და ბმული განცხადებაზე. იმისათვის, რომ სმს აგენტი იყოს აქტიური, ანგარიშზე უნდა ჰქონდეთ სმს ბალანსი.

სმს-აგენტის შესაქმნელად განყოფილებაში ჩემი ავტოპაპა გვერდზე საძიებო აგენტები დააჭირეთ ბმულს "ახალი აგენტი", აირჩიეთ პუნქტი სმს-აგენტი (მყისიერი) зშეავსეთ ყველა ველი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და გაგზავნეთ შეტყობინება გახსნილ გვერდზე მითითებული ტექსტით, მითითებულ მოკლე ნომერზე (ძიების შედეგების შემცველი 3 სმს შეტყობინების ღირებულებაა 2 ლარი). სმს-აგენტის აქტივაციის საფასურის გადახდა ან ბალანსის შევსება აგრეთვე შესაძლებელია Visa ან MasterCard პლასტიკური ბარათებისა და პრომო-კოდების საშუალებით.

საძიებო აგენტების რედაქტირება და მართვა თქვენ შეგიძლიათ განყოფილებაში ჩემი ატოპაპა / საძიებო აგენტები.

განცხადება, რომელიც მოგეწონათ შეგიძლიათ დაამატოთ რჩეულებში, AUTOPAPA დაიმახსოვრებს მას და შემდეგში მისი ნახვას თქვენ უკვე შეძლებთ განყოფილებაში ჩემი ავტოპაპა, გვერდზე არჩეული ავტომობილების.

დღეისათვის საიტზე განთავსებულია 2500-ზე მეტი რეალური განცხადება და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ყოველდღიურად ჩვენს საიტს ათვალიერებს ათიათასობის მნახველი 130-ზე მეტი ქვეყნიდან.

სერვის ცენტრი "AUTOPAPA" წარმოადგენს საინფორმაციო ცენტრს ავტობაზრობის მომხმარებლისათვის, ავმოტობილის ყიდვის ან გაყიდვის მსურველთათვის. სერვის-ცენტრ "AUTOPAPA"-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ავტომობილების შესახებ, ავტოგოგონების დახმარებით განათავსოთ თქვენი ავტომობილი კავკასიის მთავარ ავტოპორტალზე www.autopapa.ge. გაეცნოთ რუსთავის ავტობაზრობის მუშაობის განრიგს და ავტობაზრობის ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციულ წესებს, შეიძინოთ განცხადების რეკომენდაციისა და საძიებო სმს-აგენტების აქტივაციისათვის საჭირო პრომო-კოდები, დაბეჭდოთ, დაასკანეროთ ან გააკეთოთ სხვადასხვა თქვენთვის საჭირო დოკუმენტების ქსეროასლები.
გარდა ამისა, სერვის-ცენტრში "AUTOPAPA" ფუნქციონირებს ინტერნეტ-კაფე, უფასო Wi-Fi დაფარვის ზონით, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტით.

თქვენს კითხვებზე გიპასუხებთ სერვის-ცენტრ "AUTOPAPA"-ს წარმომადგენელი
გიორგი ვაშალომიძე
+995 591 11 46 21
george.vashalomidze@autopapa.ge
Facebook: გიორგი ვაშალომიძე
Skype Me!




გიორგი ვაშალომიძე