საბაჟო კონტროლის ზონა

autopapa




საბაჟო კონტროლის ზონა



რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბაჟო კონტროლის ზონა „მიკადო ჯორჯია", მოედანი, რომელიც შეადგენს 12 992.69 კვ.მ. ტერმინალის ტერიტორია მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით და დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში დაცულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ. რუსთავის ტერმინალის ვიზიტორებისთვის შექმნილია მაქსიმალურად სწრაფი და სრულყოფილი მომსახურების ყველა პირობა. აქ ფუნქციონირებს „პრივატ ბანკის" სერვის ცენტრი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, იქ ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ფიზიკური და იურიდიული პირების პირველადი რეგისტრაცია. მომსახურების სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების საშუალებით თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ რეექსპორტი, იმპორტი/ექსპორტი ან დაასაწყობოთ თქვენი ავტომობილი. ასევე შეგიძლიათ აიღოთ სანომრე ნიშანი, მათ შორის ფასიანიც.


საბაჟო კონტროლის ზონაში კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ არა მარტო გადაიხადონ მომსახურების საფასური, არამედ ისარგებლონ ნებისმიერი საბანკო მომსახურებით: გახსანან ანგარიში, განახორციელონ გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია ყველაზე მაღალი კურსით. 15 წუთში შესაძლენბელია ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბანკებიდან გზავნილების განაღდება, ასევე კომუნალური გადასახადების დაფარვა.

30 წუთში თქვენ შეძლებთ ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენას განვადებით მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტერმინალის მომსახურებით სარგებლობენ არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ მეზობელი ქვეყნებისაც: აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის მოქალაქეები.

ტერმინალის ტერიტორიაზე მოქმედებს რამოდენიმე ტარიფი სადგომის შესაბამისად (ლარი დღეში)

T1, T2   T4   T1-VIP T2-VIP Т-საწყობი
7 5 8 8 1

კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ ტარიფს. ასევე "დაცული სადგომის" მომსახურებას გაძლიერებული დაცვით, ღობით და 24 საათიანი LIVE კამერებით.





შესვლისას კლიენტი იხდის ერთჯერადად 5 ლარს გაწეული მომსახურებისთვის.


თუ ავტომობილის დავალიანება გადააჭარბებს 300ლარს, კლიენტს ჩაერთვება მომსახურება "გადახდის ვადაგადაცილება" ან "პარკირების დავალიანების არადროულად გადახდა". ზემოაღნიშნული მომსახურებების ღირებულება შეადგენს 5 ლარს ყოველ გამოყენებულ დღეზე.

გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით ტერმინალიდან ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი გაყვანა (არაუმეტეს 48 საათისა).


ჩვენ ვქმნით საუკეთესო პირობებს ავტომობილებით ვაჭრობის განვითარებისთვის.
საბაჟო კონტროლის ზონა მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.

შპს „რუსთავ ტერმინალ პლიუსი"
ოფისი: +995 591 110 625
საკონტაქტო პირი: ირინა კოზანაშვილი
ტელ: +995 591 95 98 82
e-mail: irina.kozanashvili@autopapa.ge
Facebook: Irina Kozanashvili

Irina Kozanashvili






ირინა კოზანაშვილი