უფასო გადაფორმება ავტობაზრობის დაბადების დღეზე 19.12.2018
მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
2009 წლის 19 დეკემბერს რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-მ პირველად უმასპინძლა თავის სტუმრებს.
ჩვენს დაბადების დღეზე, მადლიერების ნიშნად, გადავწყვიტეთ მოგიმზადოთ სიმბოლური საჩუქარი:
მობრძანდით ავტობაზრობაზე 19 დეკემბერს და შეარჩიეთ სასურველი ავტომობილი, ხოლო სახელმწიფო რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა ხარჯს გადაიხდის AUTOPAPA.
აქციის წესები და პირობები:
• აქციის ორგანიზატორი - რუსთავის ავტობაზრობა Autopapa (შპს რუსთავის ავტობაზრობა ს/კ 416289377; ფაქტიური მისამართი: 3700, საქართველო, ქ. რუსთავი;
•“სახელმწიფო რეგისტრაციაში“ იგულისხმება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოში ან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება ყიდვა-გაყიდვის განხორციელებისას.
• ორგანიზატორის მხრიდან სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციის ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა შეიძინა ავტომობილი, რომელიც იქნება შემოყვანილი ავტობაზრობა Autopapa-ს ტერიტორიაზე გასაყიდად, ასევე შესაბამისი განცხადება უნდა იყოს გამოქვეყნებული საიტზე https:/autopapa.ge არაუგვიანეს 2018 წლის 16 დეკემბრისა.
• აქციის ორგანიზატორის მიერ დაფინანსებული რეგისტრაციის ოდენობა - 100 რეგისტრაციამდე;
• აქციის ჩატარების თარიღი 19.12.2018 10:00-დან 17:00-მდე.
• ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს უარი თქვას, შეამოკლოს, გაახანგრძლივოს, გადაიტანოს, შეცვალოს ან გააუქმოს აღნიშნული პრომო-აქცია, წინასწარი შეტყობინების გარეშე და საკუთარი შეხედულებისამებრ.
ცხელი ხაზი +995 322 05 05 55
პატივისცემით, AUTOPAPA -ს გუნდი