5-01-2015 Информация
სტატისტიკური მონაცემები 2010 წლიდან 2014 წლამდე
5-01-2015 Информация
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ მეორადი, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების 2010-2014 წლის ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებზე
საქართველოში ავტომობილების გაყიდვა, ექსპორტის და რეექსპორტი მთავარ საგნად იქცა. სტაბილური 2010 წლის შემდეგ, 2011-2012 წლებში ექსპორტი-რეექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. 2013 წელს ნიშნულმა მიაღწია 8256 ერთ. და უკვე 2014 წლის მარტში ვხედავთ წინსვლას, სადაც ნიშნული 9547 ერთ. აღწევს.
ავტომობილების იმპორტი ბოლო წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც მიგვითითებს მომხმარებლის მოთხოვნის ზრდაზე მსუბუქ ავტომობილებზე. 2014 წელს იმპორტირებულ ავტომობილების რაოდენობა 50000-ზე მეტი ავტომობილით აღემატება წინა წლებში იმპორტირებულ ავტომობილთა რაოდენობას.
დინამიურად განვითარებადი საქართველო, მიზნად ისახავს აამაღლოს სერვისის დონე, როგორც საკუთარ მოქალაქეთათვის, ასევე ქვეყნის სტუმრებისათვის, მათ შორის სწრაფი და კომფორტული მომსახურების დონე ავტომობილების რეგისტრაციისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გარდა, შეგიძლიათ სწრაფად და ადვილად მოახდინოთ ავტომანქანის როგორც პირველადი რეგისტრაცია, ასევე ავტომობილის რეექსპორტის რეგისტრაცია კავკასიაში ყველაზე დიდი ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2011 წლიდან საგრძნობლად იზრდება რეექსპორტი აზერბაიჯანსა და სომხეთში. 2012 წლის დასაწყისში შედარებით დაბალი კოეფიციენტია, თუმცა 2013 წელს, მაჩვენებლებმა მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც დადებითად ისახება საერთო შედეგზე. მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირებულია 2014 წლის მარტში - 8855 ერთ.
საქართველო, რომელიც არ ახდენს საკუთარი ავტომობილების წარმოებას, იკავებს 21%-ს მეზობელ ქვეყნებში ავტომობილების ექსპორტის სრული მაჩვენებლიდან. ავტობაზრობა რუსთავში განთქმულია მეორადი მოხმარების ავტომობილების მრავალფეროვნებით. აქ მოდიან მყიდველები როგორც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ასევე ავტომობილის შეძენის მსურველები ყაზახეთიდან, ახლა უკვე უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან. თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ ან გაყიდოთ ავტომობილი, საქართველო - ეს ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ეს თქვენთვის. გასული წლის განმავლობაში ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ამასთან ერთად სომხეთში, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან გახდა ევრაზიის კავშირის წევრი, ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა.
ავტომობილების უმრავლესობა, რომლებიც წარმოდგენილია ავტობაზრობაზე საქართველოში, განკუთვნილია ექსპორტისა და რეექსპორტისათვის. უკვე რამოდენიმე წელია საქართველოს საგარეო ვაჭრობის ოპერაციებში ერთ-ერთ დომინანტ პოზიციას იკავებს ავტომობილების ექსპორტი/რეექსპორტი სომხეთში. 2010-2014 წლებში ავტომობილების ექსპორტის/რეექსპორტის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა.
აზერბაიჯანი წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო პარტნიორს კავკასიაში. ექსპორტის სრული მოცულობის 50% მოდის ავტომობილებით ვაჭრობაზე. ავტომობილების უმრავლესობა, რომლებიც წარმოდგენილია ავტბაზრობაზე რუსთავში, განკუთვნილია ექსპორტისა და რეექსპორტისათვის. 2011 წლიდან ავტომობილების გაყიდვამ საგრძნობლად მოიმატა, მაგრამ 2014 წლის 1 აპრილიდან აზერბაიჯანში შემოღებულმა შეზღუდვამ, 2005 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე, ექსპორტი/რეექსპორტი საგრძნობლად შეამცირა.

