ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა



28-07-2015 ---
ყაზახეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მსო-ს გენერალურმა დირექტორმა რობერ აზევედმა ჟენევაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს ყაზახეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე.

შემდეგი ნაბიჯი დოკუმენტის რატიფიცირებაა, რომელსაც 31 ოქტომბრისთვის ვარაუდობენ.

სიახლე მნიშვნელოვნად შეამცირებს ყაზახეთში უცხოური ნაწარმის შეტანის ხარჯებს, გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას და დასაქმებულთა რიცხვს.

ყაზახეთმა, განაცხადი ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 1996 წელს გააკეთა, იმ პერიოდიდან დღემდე, ქვეყანამ მოასწრო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანება. მსო-ს მესვეურების განცხადებით, სწორედ ამან გამოიწვია სირთულეები მოლაპარაკებების ბოლო ეტაპებზე. ყაზახეთს მოუწია დაერეგულირებინა ტარიფებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც გამოიყენება ეაკ-ის ქვეყნებში (რუსეთში, ბელორუსში და სომხეთში). მათგან ორი ქვეყანა – რუსეთი და სომხეთი – ასევე შედიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.