რატომ ყიდულობს ამდენი ხალხი ავტომობილებს საქართველოში?



10-06-2015 Информация


რატომ ყიდულობს ამდენი ადამიანი ავტომობილს საქართველოში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია სამი სიტყვით: უსაფრთხოება, მომსახურება, ფასი!


პირველი - უსაფრთხოება.

ავტობაზრობა AUTOPAPA-ს 5 წლიანი მუშაობის განმავლობაში არ ყოფილა ავტომობილის ქურდობის არც ერთი შემთხვევა.
საქართველო შედის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში. ჩვენთან უბრალოდ არ იპარავენ ავტომობილებს.
საქართველოში არ არის კორუფცია. ამ მიზეზის გამო, თუ კი ავტომობილი იმყოფება საერთაშორისო ძებნაში, ის ვერ მოხვდება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, თქვენ ვერ შეძლებთ ასეთი მანქანის შეძენას.
თქვენ თავს იგრძნობთ სრულიად უსაფრთხოდ. იყავით დარწმუნებული, რომ თქვენს მანქანას და ფულს არაფერი ემუქრება, თუ თქვენ ხართ რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს სტუმარი.


მეორე - მომსახურება.

მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ არის ისეთი მაღალი დონის მომსახურება, როგორც საქართველოში.
აქ 30 წუთში შეძლებთ მოამზადოთ ყველა სახის საჭირო დოკუმენტაცია: ექსპორტი, რე-ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტული და მუდმივი ნომრების აღება - ყოვველივე ეს და სხვა მრავალი რამ შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომელიც მდებარეობს უშუალოდ ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე.

თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად შეარჩიოთ ავტომობილი საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც განთავსებულია განუბაჟებელი ავტომანქანები. ამ მიზეზით ასეთი მანქანების ფასი გაცილებით ნაკლებია. საბაჟო კონტროლის ზონაში თქვენ გეძლევათ საშუალება დაათვალიეროთ ავტომობილი, დაჯდეთ საჭესთან და შეამოწმოთ ის მოძრაობაში - ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ არის.

საქართველოში მოქმედებს უნიკალური კანონმდებლობა, რომელიც უფლებას გაძლევთ არ გადაიხადოთ საბაჟო და აქციზის გადასახადები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 45 დღის განმავლობაში. მცირე თანხის გადახდით ეს ვადა შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ 90 დღემდე. სწორედ ამ ფაქტორების გავლენით იზიდავს რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენთან ავტომობილების შესაძენად ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.

თუ თქვენ ყიდულობთ ავტომობილს საქართველოში, სანამ თანხას გადაიხდით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაუტაროთ მას ყველანაირი სახის შემოწმება. ჩვენთან იყიდება მანქანები, რომლებიც იყო მოხმარებაში, ჩვენ ვერ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენ შეიძენთ იდეალურ ავტომობილს, დაზიანებების და დეფექტების გარეშე. სამაგიეროდ ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენ გეცოდინებათ ყველაფერი თქვენი ავტომობილის შესახებ და ავტომობილის ფასი შეესაბამება მის მდგომარეობას - ასე მუშაობს ჩვენი სერვისი. ამისათვის უშუალოდ რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე მოქმედებს ტექნიკური მომსახურების ობიექტი, სადაც შეგიძლიათ ჩაუტაროთ ავტომობილს ზოგადი ან დეტალური დიაგნოსტიკა, დაადგინოთ საღებავის საფარი ულტრაბგერითი აპარატის მეშვეობით, მიიღოთ დეტალური ინფორმაცია Carfax-ის ბაზით ავტომობილის ექსპლუატაციის ისტორიის შესახებ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ავტომობილის შეძენის რისკს.

AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე თანაბრადაა განაწილებული კომფორტული საპირფარეშოები, რესტორნები, კაფეები და უამრავი სავაჭრო ობიექტი, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენთვის საჭირო ნივთების შეძენას.

სპეციალურად სტუმრებისთვის სხვა ქვეყნებიდან ჩვენ ავაშენეთ კომფორტული 4-სართულიანი სასტუმრო. ყველა ნომერში გაკეთებულია ინდივიდუალური რემონტი საავტორო დიზაინით, ანტიალერგიული სამშენებლო მასალების გამოყენებით, დამონტაჟებულია კონდიციონერი, LCD-ტელევიზორი ტელეარხებით 10 ყველაზე პოპულარულ ენაზე, ორთოპედული მატრასი, Wi-Fi. ჩვენი მთავარი საქმიანობაა - ავტომობილების გაყიდვა, სწორედ ამიტომ, კონკურენტებთან შედარებით, ჩვენს სასტუმროში რეგიონის მაშტაბით არის ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ნომრებზე. ჩვენი სტუმრებისათვის სასტუმროში ფუნქციონირებს საუნა აუზით და 24 საათიანი რესტორანი ქართული და უკრაინული სამზარეულოთი.

ჩვენი მომხმარებლის კომფორტისათვის ყველა ავტომობილი, რომელიც არის ავტობაზრობაზე, წარმოდგენილია კავკასიის მთავარ ავტოპორტალზე - საიტზე www.autopapa.ge. აქ შეგიძლიათ სწრაფად იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ავტომობილი, გაიგოთ მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები და ღირებულება, დაუკავშირდეთ ჩვენს დილერს და დააზუსტოთ ნებისმიერი დეტალი წინასწარი ინფორმაციის მისაღებად. ჩვენს საიტს ყოველდღიურად სტუმრობს 15 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი.


მესამე - ფასი.

ავტომობილის საფასური საქართველოში იგივეა, რაც მისი ღირებულება ევროპაში, იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ ყოველთვიურად ვყიდულობთ 5000-ზე მეტ ავტომობილს, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვილაპარაკოთ ღირებულების დაწევაზე და მივიღოთ ფასდაკლება ევროპის, იაპონიის და ამერიკის სალონებზე და აუქციონებზე.

უსაფრთხოების, მომსახურეობის და უნიკალური კანონმდებლობის წყალობით საქართველოს ავტობაზრობა გახდა ჰაბი მსოფლიოს სავაჭრო ავტოცენტრებსა და მყიდველებს შორის. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ ფასებს, როგორსაც ვერ შემოგთავაზებთ ვერავინ კავკასიის მაშტაბით.


AUTOPAPA We sell better!
ეწვიეთ ავტობაზრობას საქართველოში და თავად დარწმუნდით ყველაფერში!