რუსთავის ავტობაზრობა დაეხმარა სათნოების სახლს



14-11-2014 Информация
რუსთავის ავტობაზრობა „AUTOPAPA“-ს, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო საქველმოქმედო აქციაში და 2014 წლის 31 ოქტომბერს, რუსთავის ავტობაზრობამ, ერთი დღით დააფინანსა სადილი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, თბილისის სათნოების სახლ "კათარზისში".

საერთაშორისო ჰუმანიტარული ცენტრი „კათარზისი“ დაარსდა 1900 წელს და წარმოადგენს კომპლექსურ დახმარების ცენტრს, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებისათვის.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გარკვეული წვლილი შევიტანეთ კეთილი საქმის კეთებაში. მოვინახულეთ სათნოების სახლი და უნდა ავღნიშნოთ, მისი თანამშრომლების ყოველდღიური წარმოუდგენელი შრომა, რომელიც ემსახურება გაჭირვებულთა დახმარებას თბილისსა და რეგიონებში.

ეს არ არის პირველი საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს "AUTOPAPA" და გარწმუნებთ, არც უკანასკნელი!!

მადლობას ვუხდით ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის, გაჭირვებულთა პრობლემები და ვინც ჩვენთან ერთად ცვლიან, მსოფლიოს უკეთესობისკენ!!!

რუსთავის ავტობაზრობა დაეხმარა სათნოების სახლს