Toyota მანქანებს საქართველოდანაც „გაიწვევს“



7-10-2018 Информация


იაპონური ავტოკონცერნი Toyota ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,4 მილიონზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, სხვადასხვა მოდელის 2,43 მილიონი ავტომობილი, მათ შორის ძალიან პოპულარული „პრიუსის“ მოდელი. იაპონიიდან 1,25 მილიონის, აშშ-დან - 830 ათასის, ევროპიდან კი 290 ათასი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება.

კომპანიის ინფორმაციით, აღმოჩენილმა გაუმართაობამ „იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა, ძრავის თვითნებური გამორთვა გამოიწვიოს“.

თუ თქვენ გაქვთ Toyota ავტომობილი, შეგიძლიათ შეამოწმოთ იგი ბმულზე: https://www.toyota.ge/vincheck

თქვენი ავტომობილის შემოწმების შემდეგ, თუ გამოვლინდა, რომ თქვენი მანქანა პროგრამაშია, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს უახლოეს Toyota სერვის ცენტრს.
ტელეფონები მითითებულია ქვემოთ:
+995 32 2 52 20 22 Toyota Center Tbilisi
+995 32 2 29 20 00 Toyota Center Tegeta