როგორ გადავიხადოთ AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირების გადასახადი სახლიდან გაუსვლელად



12-09-2016 Информация
თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად გადაიხადოთ რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირების გადასახადი, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით „კლიენტის კაბინეტი“.

ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე autopapa.ge და დაამატოთ პარკირების ბილეთი თქვენს კაბინეტში. პარკირების გადასახადის გადახდა შესაძლებელია როგორც საიტის ბალანსიდან, ასევე საბანკო ბარათებით.

საიტზე ბალანსის შევსება შესაძლებელია Visa და MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით. ამისათვის საჭიროა გავიაროთ ავტორიზაცია და ჩამონათვალში „ჩემი ავტოპაპა“ გავხსნათ გვერდი „ჩემი მონაცემები“. განყოფილებაში ბალანსი ვაჭერთ ღილაკს შევსება, ვუთითებთ სასურველ თანხას და ვაწვებით ღილაკს „გაგზავნა“. გახსნილ ფანჯარაში შეგვყავს ბარათის მონაცემები და ვაჭერთ ღილაკს „გადახდა“. წარმატებული გადახდის შემთხვევაში თანხა მომენტალურად აისახება თქვენს ბალანსზე.

ჩვენს კაბინეტში პარკირების ბილეთის დასამატებლად ჩამონათვალში „ჩემი ავტოპაპა“ ვირჩევთ გვერდს „ბილეთები“. ვაწვებით ღილაკს „ბილეთის დამატება“, ვირჩევთ ბილეთის სერიას, შეგვყავს ბილეთის ნომრის ბოლო 6 ციფრი და ვაწვებით ღილაკს „გაგზავნა“. ამის შემდეგ ბილეთი დაემატება ჩამონათვალში.

პარკირების საფასურის გადასახდელად შესაბამისი ბილეთის გასწვრივ ვაჭერთ ღილაკს „გადახდა“, ვირჩევთ გადახდის ფორმას, ვუთითებთ სასურველ თანხას და ვაწვებით ღილაკს „გაგზავნა“. ბარათით გადახდის შემთხვევაში შესაბამისად საჭირო იქნება ბარათის მონაცემების მითითება. წარმატებული გადახდის შემთხვევაში გადახდილი თანხა მომენტალურად ჩამოაკლდება პარკირების დავალიანებას.

დეტალური ინფორმაციის, ასევე შეკითხვებზე პასუხების მისაღებად დაგვიკავშირდით

AUTOPAPA-ს ცხელი ხაზის ნომერზე: +995 322 05 05 55.
mail: info@autopapa.ge