ახალი Kia Sportage 2016 ავტობაზრობაზე რუსთავში



7-11-2016 Информация
წარმოგიდგენთ ახალ Kia Sportage 2016 ავტობაზრობაზე რუსთავში!


მოგესალმებით, მე გოგა ჭკადუა ვარ და დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტობაზრობაზე რათა გაგაცნოთ ეს ლამაზმანი (ავტომობილის კადრები)
ეს მეოთხე თაობის კია სპორტიჯია GT Line კომპლექტაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი დამატებითი გარე დეტალის დახმარებით Spotage GT Line იძენს განსაკუთრებულ და ყველასგან გამორჩეულ ვიზუალს. ახალი სპორტიჯი არის თანამედროვე სტილისა და სპორტული მიმზიდველობის სრულყოფილი კომბინაცია. ეს არის ავტომობილი, რომელიც შეგიძლიათ ამაყად მართოთ, როგორც ქალაქში ასევე უგზოობაში.

ავტომობილის წინა მხარე რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან, ახალი კია უფრო დახვეწილი და სოლიდურია, მაგრამ ამასთან ერთად მისი ფარების ასეთი განლაგება ხაზს უსვამს მის მრისხანებას. ქსენონის LED ფარები მის გამოხედვას უფრო თავდაჯერებულს ხდის. ყინულის კუბების ფრომის სანისლე ფარები კი GT Line-ს გაუმჯობესებული მხედვადობის გარდა, განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.
ფანჯრის ელეგანტური ჩარჩო ახალ Sportage-ს მიმზიდველ აურას უქმნის, ხოლო გვერდითი მოდლინგების თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი მის სპორტულობას კიდევ უფრო თალსაჩინოს ხდის.

რაც შეეხება ავტომობილის უკანა მხარეს, ნახევრად ქრომირებული და ოდნავ პრიალა დეტალები ქმნის განსაკუთრებით ელეგანტურ ვიზუალს, LED ტიპის უკანა კომბინირებული ფარები კი იდეალურად ჯდება ავტომობილის დიზაინში. გამონაბოლქვის ორმაგი მილი და უკანა დამცავი ფარი ახალი Sportage-ს უკანა ნაწილის ეს დეტალები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უკანა სპოილერი, რომელიც გარდა იმისა რომ საოცრად ეფექტურად გამოიყურება ამ ლამაზმანზე, ამცირებს წინაღობას და შესაბამისად ამცირებს საწვავის მოხმარებას.

ინტეგრირებული სახურავის რელინგები კი მაქსიმალური ტვრთტევადობისთვისაა დაპროექტებული.
ავტომობილის ინტერიერიც ისეთივე სრულყოფილი და მიმზიდველია როგორც ექსტერიერი. ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს თუ რა გემოვნებით და ხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული ყველა დეტალი ავტომობილის სალონში.
ძალზედ კომფორტული ტყავის სავარძლები რომლებიც, როგორც გაგრილების ასევე გათბობის სისტემით არის აღჭურვილი. უფრო კონკრეტულად წინა სავარძლებზე ორივე სისტემა მუშაობს, უკან კი მხოლოდ გათბობა. საჭის გათბობა ეს ის ფუნქცია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ზამთრის სუსხიან დღეებში გაყინული ხელების გათბობაში. ამასთან საჭე უბრალოდ საჭე არ გახლავთ როგორც სხვა ავტომობილებში ეს არის მულტიფუნქციური საჭე რომელიც ზრუნავს იმაზ, რომ თქვენ არასდროს გაგეფანტოთ ყურადღება ავტომობილის მართვისას.

ავტომობილი თავიდან ბოლომდე მორგებულია თანამედროვე ცხოვრების სტილზე. აქ არის მობილურის უსადენო დამტენი, USB და AUX პორტები, ბლუთუზი. მართვის 3 რეჟიმი ECO/NORMAL/SPORT. თხევადკრისტალური სენსორული მონიტორი, შავი ჭერი, JBL აუდიო სისტემა, სიჩქარის გადამრთველი საჭესთან, სახელურები ქრომირებული მატით. მოკლედ, GT Line-ს უნიკალურობა გამოკვეთილია სალონის თითქმის ყველა დეტალში. მოკლედ აქ ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის. (უკანა სავარძლები) იქიდან გამომდინარე რომ ავტომობილი თავის წინამორბედთან შედარებით ოდნავ გრძელია, საკაოდ გაიზარდა მანძილი მძოლისა და მგზავრის სავარძლებს შორის, რაც ალბათ არც თუ ისე უმნიშვნელო დეტალია. მგზავრების მეტი კომფორტისთვის გაიზარდა უკანა სავარძლის დახრის კუთხე. ამასთან თქვენ უკვე შეგიძლიათ..

წარმოგიდგენთ ახალ Kia Sportage 2016 ავტობაზრობაზე რუსთავში!