საბაჟო კონტროლის ზონა

საბაჟო კონტროლის ზონა
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბაჟო კონტროლის ზონა შპს „მიკადო ჯორჯია", რომელიც მოიცავს ღია ტიპის სასაწყობე მოედნებს; ტერმინალის ტერიტორია მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით და დღე-ღამეში, 24 საათის განმავლობაში, დაცულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ. საბაჟო კონტროლის ზონის ვიზიტორებისათვის, შექმნილია მაქსიმალურად სწრაფი და სრულყოფილი მომსახურების ყველა პირობა.
საბაჟო კონტროლის ზონაში კლიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ არა მარტო გადაიხადონ მომსახურების საფასური, არამედ ისარგებლონ ნებისმიერი საბანკო მომსახურებით: გახსნან ანგარიში, განახორციელონ გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია ყველაზე მაღალი კურსით. 15 წუთში შესაძლებელია ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბანკებიდან გზავნილების განაღდება, ასევე კომუნალური გადასახადების დაფარვა.
ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტერმინალის მომსახურებით სარგებლობენ არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ: აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის მოქალაქეები და სხვები.
ტერმინალის ტერიტორიაზე მოქმედებს რამოდენიმე ტარიფი სადგომის ზონის შესაბამისად (ლარი/დღეში).
პარკინგები: | ორშაბათი - პარასკევი | შაბათ - კვირა |
ავტობაზრობა: | 3 | 5 |
ტერმინალი: | 5 | 5 |
ელექტრო ავტომობილებისათვის ფასი 1 GEL
საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომზიდის მომსახურება შეადგენს 100.00 ლარი
კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ ტარიფს.
ასევე "დაცული სადგომის" მომსახურებას გაძლიერებული დაცვით, ღობით და 24 საათიანი LIVE კამერებით.
შესვლისას კლიენტი იხდის ერთჯერადად 5 ლარს გაწეული მომსახურებისთვის.
თუ ავტომობილის დავალიანება გადააჭარბებს 300ლარს, კლიენტს ჩაერთვება მომსახურება "გადახდის ვადაგადაცილება" ან "პარკირების დავალიანების არადროულად გადახდა". ზემოაღნიშნული მომსახურებების ღირებულება შეადგენს 5 ლარს ყოველ გამოყენებულ დღეზე.
გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით ტერმინალიდან ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი გაყვანა (არაუმეტეს 48 საათისა).
ჩვენ ვქმნით საუკეთესო პირობებს ავტომობილებით ვაჭრობის განვითარებისთვის.
საბაჟო კონტროლის ზონა მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.
შპს „მიკადო ჯორჯია"
ოფისი: +995 591 110 625
საბაჟო კონტროლის ზონა მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.
შპს „მიკადო ჯორჯია"
ოფისი: +995 591 110 625
განახლებულია: 12.10.2021